aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მათი “დამსახურებით” დაინგრა ეს ქვეყანა…” – ექსპერტები და პოლიტიკოსები მთავარ ინფექციონისტს პასუხობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის ექსპერტები და პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის მიერ “ფეისბუქზე” გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობენ.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ქვეყნის მთავარი ინფეხიონისტების გამო ქვეყნა დაინგრა და დღეს, რომ ჩაკეტილები ვართ ამირან გამყრელიძის დამსახურებაა.

“არ ვიცი, რა ინსტანცია არიან ასეთი, რომ არც ექიმების აზრს ითვალისწინებენ, არც საზოგადოების და ზოგადად, მათი “დამსახურებით” დაინგრა ეს ქვეყანა. ქვეყანა არის ჭაობში და დღეს რომ უსაფუძვლოდ ვართ ჩაკეტილები, ეს ამირან გამყრელიძის კისერზეა”, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

ხოლო ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი კი ინფექციონისტებს მოუწოდებს, დიალოგი დაიწყონ ექსპერტებთან.

“ეს ადამიანები, რომლებიც ესწრებიან მმართველი პარტიის თითქმის ყველა ღონისძიებას, ყველა თავყრილობას, ჩვენ გვიწოდებენ მავნებლებს… ამხელა წერილების წერაზე ადვილია – დავსხდეთ, ვისაუბროთ”, – აცხადებს ვატო სურგულაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერვაძემ  სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. მან “მავნებლები” უწოდებს იმ ექსპერტებს, რომლებსაც მისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ კოვიდპანდემიის კონტერქსტში ხელისუფლების მხრიდან გასატარებელი ზომების შესახებ.   

იტვირთბა....