საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ძლიერი აფეთქება მოხდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 8:35 წუთზე ბორის ქუჩაზე მოხდა.
ამასთან, როგორც მედია იტყობინება, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.