გასული წლის 20 ნოემბერს, თბილისში, კერძოდ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც გამოცემა “პრაიმტაიმი” წერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლად აყვანილი თანამშრომლის, არჩილ დოლიძის ჩვენება მოიპოვეს.
გამოცემის ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზიაზე თავდამსხმელის მძევლად აყვანილი პირი სრულად აღწერს იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს.
არჩილ დოლიძის ჩვენება:
„ვმუშაობ თბილისი აკ. წერეთლის გამზ. N12-ში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მიკრობიზნეს კაპიტალში“ მიკრო დაკრედიტების ექსპერტის თანამდებოდბაზე. იქნებოდა დაახლოებით, 16:00 საათი, როდესაც დავასრულე ჩემს მომხმარებელთან, თამარ შალიკაშვილთან მუშაობა, ის აპირებდა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გასვლას, როდესაც ამ მომენტში, შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი. გავიგე ყვირილის ხმა ყველანი მოგროვდით და წინ გამოდით, ხელში ყუმბარა მიჭირავს და თავი აქვს მოხსნილიო.
მეც და ყველა იქ მყოფს მაშინვე დაგვეუფლა პანიკური შიში რომ დაგვხოცავდა და ააფეთქებდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცის.
მისი მუქარა იარაღით და ხელყუმრით იყო რეალურად აღქმადი. მას მარცხენა ხელში ეჭირა ხელყუმბარა, ხოლო მარჯვენა ხელში შავი ფერის პისტოლეტი. თუ სწორად მახსოვს, ამ დროს სცადა დაემუხტა იარაღი და გადაწია საკეტის ჩარჩო, თუმცა როგორც ჩანს, სწორედ ვერ მოახდინა დამუხტვა, რადგან გაეჭედა საკეტის ჩარჩო და ტყვია გაიჭედა იარაღის ლულის არხში. ამ ფორმაში დარჩა იარაღი და შემდეგ ვეღარ გაასწორა.
ვინაიდან გადატენილი იარაღი ხელს უშლიდა, ის ჩაიდო წინა მარჯვენა ჯიბეში და შემდეგ უკვე ხელში ეჭირა მხოლოდ ხელყუმბარა. ამის შემდეგ მან ხალხს უთხრა, რომ სასწრაფოდ დაერეკათ 112-ის სამსახურში და მოეყვანათ ტელევიზიები, რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი.
როდესაც ჩვენ გამოვედით მიკორსაფინანსო ორგანიზაციის დარბაზში, ის ჰაერში ატრიალებდა პისტოლეტს. ვიღაცამ უთხრა, რომ იარაღს ჩვენ ნუ გვიმიზნებ, ზემოთ ასწიეო. კონკრეტულად ვინ უთხრა არ ამახსოვს, მაგრამ ეს იყო მამაკაცის ხმა.
ჩვენ ყველანი ვიყავით ძალიან შეშინებულები, თავდაპირველად იყო პანიკა, სანამ გონს მოვეგეთ, თუ რა ხდებოდა. ამის შემდეგ ვიღაცამ თქვა, რომ მიკროსაფინანსო ორგფანიზაციაში იყო ორსული გოგონა და თუ შეიძლებოდა მისი გაშვება. ამ დროს ორსული სალომე ძნელაძე იდგა ჩემს გვერდით, ტიროდა და ვაწყნარებდი. იარაღიანმა პიროვნებამ თქვა, რომ გასულიყო ორსული გოგონა, რის შემდეგაც სალომე გავიდა, ხოლო მას გასვლისას ჩვენმა თანამშრომელმა, ჰამლეტ ტარუღიშვილმა მოახურა ქურთუკი და გაიყვანა გარეთ. ჰამლეტი იდგა გასასვლელთან შედარებით ახლოს. შეიარაღებულმა მამაკაცმა თქვა, რომ სასწრაფოდ დაგვერეკა 112-ის სამსახურში და მოგვეთხოვა ადგილზე ტელევიზიების მისვლა.
ამის შემდეგ რომელიღაც იქ მყოფმა მძეველმა მამაკაცმა თქვა, რომ მამაკაცები დავრჩებით შიგნით, ხოლო ქალბატონები გაეშვა. ამაზეც დათანხმდა შეიარაღებული მამაკაცი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დატოვეს ჩვენმა სტაჟიორმა ნანა არაბულმა, მიკორდაკრედიტების ექსპერტმა თინათინ ტყეშელაშვილმა და მომხმარებელმა, რომელსაც შემოჭრამდე რამდენიმე წუთით ადრე მოვემსახურე – თამარ შალიკაშვილმა, რომელსაც შეეჩეხა პირდაპირ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კარებში.
მას შემდეგ, რაც გავიდნენ ქალბატონები, მან დაიწყო საუბარი, რომ მოსული იყო ღმერთის ნებით, იყო პატრიოტი, ქრისტიანი ადამიანი და სწორ გზაზე უნდა დაეყენებინა საქართველო, რომ ამიერიდან ის და ჩვენც გავხდებოდით გმირები.
სწორედ ამ დროს მან ყველას მოგვამრთა კითხვით – მართლმადიდებლები ხომ ხართო? ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა ტანსაცმლის შიგნიდან ამოიღო ჯვარი, რომელიც უჩვენა და დაუდასტურა, რომ იყო ნამდვილად ქრისტიანი. ამის შემდეგ შეიარაღებულმა პიროვნებამ კვლავ გააგრძელა დემაგოგიური საუბარი რელიგიაზე და საქართველოს გადარჩენაზე.
პარალელურად, გამუდმებით ითხოვდა ტელევიზიების მოსვლას, რათა გაეშუქებინათ მიმდინარე მოვლენები.
ამ საუბრისას ჩვენს მომხმარებელს, რომელმაც უჩვენა ჯვარი და კიდევ ერთ პიროვნებას, რომელიც იყო ასაკიანი, უთხრა რომ დაეტოვებინა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
ორივე იყო ჩვენი მომხმარებელი და ორივე შედარებით ასაკიანი მამაკაცი. რა თქმა უნდა აგრძელებდა საუბარს მის მხსნელობასთან დაკავშირებით. ისევ ამბობდა, რომ უნდა დაეყენებინა [ქვეყანა] სწორ გზაზე და საქართველოსთვის შეეწირა თავი. ამბობდა, რომ საქართველოში ხალხი იმსახურებდა კარგ ცხოვრებას.
ამ ლაპარაკში იყო და საუბრობდა ძირითადად რელიგიურ საკითხებზე, საქართველოს გადარჩენაზე, სწორედ ამ დროს მომთხოვა, რომ ჩემს მობილურ ტელეფონში ჩამერთო ლაივ-რეჟიმი. მე მართლაც ჩავრთე ლაივ-რეჟიმი და დავიწყე მისი გადაღება. ჩემს მიერ ჩართულ ლაივში ის ძირითადად ითხოვდა ტელევიზიების მობილიზებას, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოესმინა მისთვის, რადგან ჰქონდა მოთხოვნები და როდესაც გაჟღერდებოდა მისი საუბარი, ეს უნდა მოესმინა მთელ საქართველოს.
ამის შემდეგ მე ისევ მისი მოთხოვნისამებრ გამოვრთე ლაივ-რეჟიმი და შევინახე მობილური ტელეფონი. გარკვეული დროის შემდეგ ერთ-ერთ მობილურ ტელეფონზე შემოვიდა ზარი. ის პიროვენება, რომელიც ესაუბრებოდა მობილურ ტელეფონზე, როგორც ჩანს ეკითხებოდა ვინაობას, იმიტომ რომ შეიარაღებული მამაკაცი გაღიზიანდა და მობილურზე საუბრისას ეუბნებოდა – რა არის, ანკეტას ხომ არ ვავსებთ, ჩემი მოთხოვნები მაქვს და მომისმინეთო. ამის შემდეგ გარედან ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა დაუძახა სახელით, როგორც ჩანს შეიარაღებულ მამაკაცს ერქვა ლევანი, რადგან სწორედ ამ სახლით დაუძახა. უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და შიგნით უნდოდა შემოსვლა, რაზეც დათანხმდა. შემოვიდა ერთი პოლციელი, მას მოჰყვა მეორე და შემდეგ უკვე მესამე პოლიციელი, რომლებიც ეუბნებოდნენ რომ იყვნენ მის მხარეს, უბრალოდ მძევლები უვნებელი გაეშვა და შემდეგ მოილაპარაკებდნენ.
საუბარი მიდიოდა შეიარაღებული მამაკაცის მხრიდან, ძირითადად იმის შესახებ, რომ დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნები. ამ დროს ჩემს თანამშრომელს, საბა ახალაძეს მოსთხოვა, რომ თავის მობილურში ჩაერთო ლაივი, რათა უფრო კონკრეტულად გაეჟღერებინა თავისი მოთხოვნები.
შეიარაღებული მამაკაცის პირველი მოთხოვნა იყო, რომ გაუქმებულიყო ქვეყანაში კაზინოები და ონლაინ-თამაშები, აკრძალულიყო ყველა სახის აზარტული თამაში, რადგან აუბედურებდა ქვეყანას მსგავსი აზარტული თამაშები. მეორე მოთხოვნა იყო, რომ საქართველოში ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები ყოფილიყო მაქსიმუმ 7%-ში, რომ ბანკებსაც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მაქსიმუმ 7%-ში გაცემული სესხებით შეძლებდნენ ფუნქციონირებას და არსებობას. მესამე მოთხოვნა იყო ის, რომ აფთიაქებში გასაყიდი წამლების მაქსიმალური ნამატი ყოფილიყო 10%, ვინაიდან პენსიონერებს ჰქონდათ დაბალი პენსია და მათ შეძლებოდათ წამლის ყიდვა.
ყოველივე ეს მიეღოთ საკანონმდებლო დონეზე და ამის გასაკეთებლად დღესვე შეკრებილიყო პარლამენტი. ასევე ამბობდა იმას, რომ პარლამენტის შეკრებას და ამ კანონმდებლობის მიღებას დასჭირდებოდა მაქსიმუმ 4 საათი და ამ 4 საათის განმავლობაში იქნებოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ასევე ითხოვდა, თუ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან ბანკი უფრო მაღალ პროცენტში გასცემდა სესხს, კანონის მიხედვით უნდა დახურულიყო.
ამ საუბრის და მოთხოვნების ჩამოყალიბების შემდეგ მას უთხრეს, რომ მკორსაფინანსო ორგანიზაციაში დარჩენილი იყო კიდევ ერთი გოგო და ასაკიანი მამაკაცი, რომლის გაშვებაც შეიძლებოდა. შეიარაღებული მამაკაცი დათანხმდა, გაეშვა მოლარე ანა იმნაძე და მიკორსაფინანსო ორგანიზაციის ფართის მეპატრონე გოჩა ჯაფარიძე. როდესაც გამოვიდა, ანა იმნაძე სალაროდან, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოხვია ხელი და გაიყვანა გარეთ, მას უკან მიჰყვა გოჩა ჯაფარიძე. მათი გასვლის შემდეგ მოკროსაფინანსო ორგანიზაციაში დავრჩით მხოლოდ მე, დავით ზაქარაძე, დავით სუხიაშვილი, საბა ახალაძე და კიდევ ერთი მომხმარებელი. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მისი პირობები გაჟღერებული იქნა ტელევიზიით და მისი მოთხოვნების შესახებ გაიგო ხალხმა, გადაწყვიტა ჩვენც გამოვეშვით და ბოლო ხუთი ადამიანი, ვინც ვიყავით გამოგვიშვა“.