ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე მესმის ნიკას მდგომარეობა, მასაც აქვს ნერვები…” – თაკო ჩარკვიანის თქმით, მედიასთან დაპირისპირება საშიში პროცესია

„კანონი და სამართალი“ – ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „ღამის კურიერის“ გუშინდელი ეთერის შეფასაბებისას აცხადებს, რომ – „ჟურნალისტიკასთან დაპირისპირება საშიში პროცესია“.

ჩარკვიანის შეფასებით, ის რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ღამის კურიერის” წამყვანი”  ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებაში დაადანაშაულა და ეთერი დროზე ადრე დატოვა მას არ მოსწონს.

„მე ვუყურე ამ გადაცემას. თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება ნიკა მელიასადმი, პოლიტიკურად ერთ ვექტორს [დასავლეთს] წარმოვადგენთ, მიუხედავად ამისა, საერთოდ არ მიყვარს მე ჟურნალისტიკასთან დაპირისპირება, იმიტომ რომ საშიში პროცესი მგონია. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ – წასულმა, მოსულმაც და მოსასვლელმაც. ეს პროცესი მე არ მომწონს.

მე უპირველესყოვლისა ვარ ჟურნალისტის ოჯახიდან. დედა იყო ფილოლოგი და მამა წარმოადგენდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტს. ეს იყო უმაგრესი კურსი და რატომ ვამბობ ასე ამაყად, მიხვედბით გვარებს რომ გეტყვით. რა თქმა უნდა, ისინი დიდი პოეტები იყვნენ, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, მაგრამ ერთი კურსი იყო – ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ ჭილაძე, ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია, გივი სამსონაძე, გივი გეგეჭკორი… ხვდებით ხომ, რა გვარებს გეუბნებით?!  საოცარი კურსი იყო. ამიტომ, ზოგადად, და მით უმეტეს, როდესაც მოსასვლელი ხარ [ხელისუფლებაში] და თვლი, რომ შენ უნდა მოხვიდე, ჩვენ ყველას გვამრთებს მეტი თავშეკავება. ეს ჩემი აზრია, ნიკა მელისადმი ჩემი სიმპატიის მიუხედავად.

მით უმეტეს, ირაკლი იმნაიშვილი ნამდვილად არ გამოირჩევა ჟურნალისტიკაში აგრესიით. მე მისი აგრესიულობა არასდროს მინახავს. პირადად არაერთხელ ვმჯდარვარ ირაკლი იმნაიშვილის ეთერში და ყველაფერი, რაც მინდოდა რომ მეთქვა ვისაუბრე, თავზე მაქვს ჩამომხობილი ხელისუფლებისთვის და ამ მხრივ, რაიმე შეზღუდვა არ მიგვრძნია. კი ბატონო, გაუწევია მას ჩემთვის ოპონირება, იყო ჩაკირკიტებული კითხვები, მაგრამ ეს არის ჟურნალისტიკა.

მე მესმის ნიკას მდგომარეობა, მასაც აქვს ნერვები და ეს დღეები ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებენ – იცით სასამართლო პროცესები. აუტანელია უკვე ის დამოკიდებულება, როგორც ოპოზიციას ექცევა ეს ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავემსაგვსოთ თეა წულუკიანს. მეტი მოგვეთხოვება იმ ადამიანებს, რომლებსაც ცვლილებები და რეფორმები გვინდა. რამდენჯერმე ვუყურე ამ ინტერვიუს და მგონია, რომ ეს განპირობებული იყო ნიკას ემციური მდგომარეობიდან, იმ მდგომარეობიდან, რაშიც ახლა მას ხელისუფლება აყენებს“, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსნებთ, გუშინ, “ნაცმოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას და  “ღამის კურიერის” წამყვანს, ირაკლი იმნაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....