პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები მთავრობის მისამართით თეატრალიზებული ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას.
პარლამენტთან შეკრები აქტივისტებთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
ისინი აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ლეგიტიმურად აფასებენ და ხელისუფლებს მისი დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებენ.
”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს და ქვეყანამ რეგულაციების დაცვის მუშაობა უნდა დაიწყოს.
“აქციის მონაწილეების მოთხოვნები არა თუ ლეგიტიმურია, არამედ მისი შესრულება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნისთვის და მე მინდა ჩვენმა ხალხმა გააცნობიეროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, ის რაც გვეკუთვნის თუ არ მოვითხოვეთ და არ მოვიპოვეთ, არავინ არ მოგვცემს არც ერთი მთავრობა და არც ერთი კეთილი ძია და თუ ქვეყანა არ გაიხსნა, მაშინ ქვეყანა მიექანება კატასტროფული სისწრაფით უფსკრულისკენ,” – ამბობს აკაკი ბობოხიძე.
შეგახსნებთ, პარლამენტის წინ სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლებამ COVID-19-ისგან დაცვის საბაბით, ისინი შიმშილისთვის გაწირა. მოძრაობა სახელწოდებით “სოცაფეთქება” შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობით იმუქრება.