საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.
გარდაცვლილი 50 წლის მამაკაცი ჩინეთის მოქალაქეა.
“შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მშენებელი კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება,” – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.