ფოთში, ორი დღის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული შალვა შალიკაშვილი ბრალს არ აღიარებს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატია მედიასთან აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, გურამ ახალაიას მკვლელობის მოტივი არ ჰქონია, რადგან 15 წლის წინ მისი ძმის გაუჩინარების საქმეში ახალაიას აღარ ადანაშაულებდა.
“ბრალს ის არ აღიარებს, ამბობს, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს ამ მკვლელობასთან. ის მეზობლის ავტომობილით მოძრაობდა და და ცოლი წაიყვანა კბილის ექიმთან. ის მიდიოდა ამ მანქანით, მალთაყვის ხიდთან დააკავეს, იარაღი ამოღებული არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მას იარაღი არ ჰქონდა.
მას არავითარი მოტივი არ ჰქონდა მისი მკვლელობის, რადგანაც ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როდესაც ჰქონდა საუბარი გურამ ახალაიასთან, გურამ ახალაიამ დაარწმუნა, რომ არავითარ შემხებლობაში არ არის მისი ძმის მკვლელობასთან,” – განაცხადა ნუგზარ ტყებუჩავამ.
ცნობისთვის, გუშინ, მკვლელობაში ბრალდებულ, შალვა შალიკაშვილს ბრალი დ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ფოთში, მომსახურების სააგენტოსთან გურამ ახალაია საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. გამოძიების ვერსიით, ეს უკავშირდება 15 წლის წინ მომხდარ დაპირისპირებას ახალაიასა და შალიკაშვილებს შორის.