ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ შეიზღუდება სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა – გზების დეპარტამენტი მგზავრებს აფრთხილებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით, 6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.

უწყების ცნობით, გორის საავტომობილო გვირაბში,იგეგმება ჭერზე შეკიდული სავენტილაციო დანადგარის მონტაჟი, რის გამოც იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, კომპანია ,,აქარ იჩ ვედიშ ტიჯარედ ლიმიტედ შირქეთი“ გეგმავს ჭერზე შეკიდული სავენტილაციო დანადგარის მონტაჟს. რის გამოც, 2021 წლის 6 თებერვლის 07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....