მწერალი და უფლებდამცველი, ირაკლი კაკაბაძე სოციალური ქსელის საშუალებით მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად, თეა წულუკიანის დანიშვნა განიხილება.
“მეტრონომი” უფლებადამცველის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“მე ვფიქრობ რომ დღს ქართულ კულტურაში სერიოზული განახლებაა საჭირო – რადგან ჯერ “წითელმა ინტელიგენციამ” და შემდეგ ბატონი რურუას და ბატონი გიორგაძის მიერ ჩამოყალიბებულმა “ვარდისფერმა ინტელიგენციამ” ქართული კულტურა უმდაბლეს დონემდე დასცა ბოლო 100 წლის განმავლობაში. თეას მე ვიცნობ როგორც პრინციპულ ადამიანს და კარგ მენეჯერს. და ეს სწორი კულტურული პრიორიტეტეტბის და თამაედროვე დისკურსის არჩევის შემთხვევაში შესაძლოა გახდეს კიდეც გარღვევის საფუძველი – რომელიც ქართულ კულტურაში 1960-1970-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა – არადა ძალიან დიდი კულტურა გვაქვს. არ ვეთანხმები ვარდისფერი ინწილიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან დღევანდელი მოძველებული კონიუნქტურის მსახურები და პრივილეგირებული კასტა. ამ კასტას ერთი კარგი რუის-ურბნისის კრება სჭირდება კულტურის სფეროში. რატომღაც მგონია რომ თეას ეს შეუძლია.” – წერს კაკაბაძე.
შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად, თეა წულუკიანის დანიშვნა განიხილება.
#Cancel Red and Rose Intelligentsia
მე ვფიქრობ რომ დღს ქართულ კულტურაში სერიოზული განახლებაა საჭირო – რადგან ჯერ ‘…
Posted by Ika Kakabadze on პარასკევი, 05 თებერვალი, 2021