ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით წერს.
არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებას მანიპულირებისთვის იყენებს და არ გამორიცხავს, რომ ეს შემსუბუქება მომავალში უფრო მკაცრი შეზღუდვებით ჩაანაცვლონ.
“იმედია, ლოკდაუნის მცირედი შემსუბუქება არ უკავშირდება ხელისუფლების მოწადინებას, მალე ამოყაროს “მძიმე” კოვიდ სტატისტიკა და მერე ბევრად მძიმედ ჩაკეტოს ქვეყანა.
შეიძლება ეს იმიტომ მგონია, რომ ხელისუფლების არც ადეკვატურობის მჯერა, არც გონიერების, არც ხალხის მიმართ გულშემატკივრობის.
ეს ყველაფერი ხელისუფლების მანიპულაციები მგონია, რომ ნელ-ნელა გამოღვიძებული პროტესტი მალე უარესად ჩაახშოს. ვნახავთ მალე.
თუ აღმოვაჩინეთ, რომ უცბად ხელისუფლებამ სტატისტიკა გააუარესა პანდემიის, ხელახლა დაგეშა ხალხი პანიკით და კვლავ ჩაკეტა ქვეყანა, ე.ი. ეს “მინი გახსნა” მხოლოდ ხელისუფლების მანიპულაციური პოლიტიკის სტრატეგია იყო მხოლოდ და სხვა არაფერი,”- წერს არჩილ გამზარდია.