“შეხედეს, რომ ჩვენი პარტია ძლიერდება, საპროტესტო მოძრაობა იზრდება და ცდილობენ, გადაიტანონ ყურადღება. სიმართლეს გეტყვით, მგონია, რომ რეჟიმმა და სისტემამ შეიძლება გაბედოს იმდენი, რამდენსაც გავაბედინებთ. ამ წლების განმავლობაში რეჟიმი ებრძვის ადამიანებს, ვინც არიან შეუპოვრები. საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერი ადარდებთ. საკუთარი გუნდის ბედიც არ ადარდევბს ბიძინა ივანიშვილს.”
ხატია დეკანოიძე – პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში პარტიის თავმჯდომარის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.