“პოლიტიკური ამოცანა აქვთ, რომ პარლამენტი შეავსონ. უფრსკულის პირას მივიდნენ, რადგან ერთპარტიული პარლამენტი არის მათთვის ძალიან სერიოზული საფრთხე. ასე, რომ საქმეების გაცოცხლება ხდება. ივანიშვილი გაეცალა ძალიან ბევრ პროცესს და ამან დაასუსტა ქართული ოცნება. მან შექმნა სისტემა, რომელშიც არ არის კანონის უზენაესობა.”
ხატია დეკანოიძე – პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში პარტიის თავმჯდომარის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.