“ბევრი აბსურდი მინახავს და მომისმენია, ბევრი აბსურდი, თეორიულად მიუღებელი, მაგრამ ის რომ რაღაც გირაოზე ედავებიან ადამიანს, სამართლებრივ ჭრილში საერთოდ არც უნდა განვიხილოთ. საკუთარი უუნარობის გადასაფარად პოლიტიკური მართლმსაჯულება აამოქმედეს და ასე იყო მთელი ამ წლების განმავლობაში. არ არსებობს ბრძოლა თავისუფლებისთვის, სადაც შეუპოვარი ადამიანები მართლდებიან, ეს არის ბრძოლამ რომელსოც ჩვენ ვართ.”
ხატია დეკანოიძე – პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში პარტიის თავმჯდომარის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.