ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება – ექიმის განმარტება

ექიმი ვახტანგ კალოიანი განმარტავს, რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისთვის სამედიცინო პირბადის გამოყენება.

ექიმის განცხადებით, ბავშვებისთვის პირბადის ტარება აბსოლუტურად უსაფრთხოა და ის მშობლებს ურჩევს, მათ საკლასო ოთახებში პირბადის გამოყენების უფლება თავისუფლად მისცენ.

მიის თქმით, რაც შეეხება შესვენების პერიოდს, თავისუფლად შეიძლება ამ პირბადის მოხსნა გარე სივრცეში, სკოლის სტადიონებზე, ბაღში და ეს იქნება გარკვეული შეღავათი.

არანაირი განსაკუთრებული საფრთხის შემცველი, თუ პირბადეს სწორად ვიყენებთ, ვცვლით პერიოდულად, არ არის ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე ექიმი და თუ მას აქვს პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით, სუნთქვის ორგანოებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირბადის გაკეთება ან მოხსნა უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით. მაგრამ თუ ბავშვი ჯანმრთელია და არანაირი თანმხლები პრობლემა არ აქვს, პირბადე აბსოლუტურად უსაფრთხოა“, – განაცხადა კალოიანმა “ინტერპრესნიუსთან.”

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ცნობილია ისიც, მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.

იტვირთბა....