აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, მაინც უნდა აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
ფაუჩი განმარტავს, რომ რეინფიცირების შანსი ნაკლებია და კოვიდგადატანილებს შეუძლიათ 3 თვე დაიცადონ.
„თუკი კოვიდ 19 გქონდათ, ვაქცინაცია მაინც უნდა ჩაიტაროთ. ხელახლად დაინფიცირება ინფიცირებიდან 90 დღის განმავლობაში იშვიათია და თუკი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, ამ 90-დღიანი პერიოდის დასრულებამდე მოიცადოთ,“ – განაცხადა ფაუჩიმ.
მისივე თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ვაქცინის ორივე დოზა უნდა გაიკეთონ.
”ადამიანებმა, რომლებსაც Covid-19 ჰქონდათ, მაინც უნდა დაიცვან საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ამჟამინდელი მითითებები, რომელიც ორჯერ, 21 ან 28 დღის ინტერვალით აცრას ითვალისწინებს,“ – აღნიშნა ფაუჩიმ.