ხვალ, გამსახურდის გამზირი (პეკინის გამზირი) 11-დან 18 საათამდე გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად და დროულად დასრულების მიზნით, პეკინის გამზირი (ზ.ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებული მონაკვეთი ორივე მიმართულებით) შაბათს, 5 დეკემბერს 11 საათიდან 18 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის კეთილმოწყობის სამსახური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოებს იწყებს. ბოტანიკურის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. ყავლიაშვილის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოების გამო კი 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ასევე აიკრძალება საავტომობილო მოძრაობა.