ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დაკავებულია “შავი ქვრივი”, რომელმაც 11 ქმარი დაკრძალა და მათ ქონებას დაეუფლა” – მედია

რუსეთში, მალე გაასამართლებენ ქალს, რომელმაც 11 ქმარი დაკრძალა და მათ ქონებას დაეუფლა. – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ქალს მედიაში “შავი ქვრივის” სახელით იხსენიებენ, რადგან გამოძიება მას თაღლითობას ედავება.

“მოსკოვი, 4 თებერვალი. INTERFAX.RU – არმავირის (კრასნოდარის მხარე) მკვიდრზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის მარტოხელა მოხუცებზე ქორწინდებოდა, მათ უძრავ ქონებას ყიდდა და თანხას ითვისებდა.  ქორწინებიდან მალევე, ქმრები კვდებოდნენ.

კრასნოდარის ტერიტორიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე არმავირის 53 წლის მკვიდრი ქალი, რომელსაც ორი ქალიშვილი ეხმარებოდა, მარტოხელა მოხუცებს ეძებდა. უმრავლეს შემთხვევაში, ქალი მათზე დაქორწინდებოდა, ხოლო ქალიშვილები, ხანდაზმულებისგან ანდერძს ან მინდობილობას იღებდნენ, რათა მათი ქონების გაყიდვა შეძლებოდათ: მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი ბინები არმავირში, კრასნოდარსა და სოჭში.

ზიანის საერთო ოდენობამ 21,7 მილიონ რუბლს გადააჭარბა. დადგენილია ბრალდებულთა მონაწილეობა 12 კრიმინალურ ეპიზოდში, გარდაიცვალა 11 მსხვერპლი ”, – აღნიშნავს პრესსამსახური.

თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ბრალდებულები დააკავეს. მათ ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.” – ნათქვამია სტატიაში.

 

იტვირთბა....