“ტაბულას” დამფუძნებელი და მტავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
“მეტრონომი” თამარ ჩერგელოიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“გუშინ ნინო ჯანგირაშვილთან ჩამოვარდა საუბარი იმაზე, ბოკერიათი როგორ აკომპლექსებენ ოპოზიციას.
25 წელია ამ ადამიანს ვიცნობ და 25 წელია იმ სივრცეში მანევრირებს, სადაც მისით, მის პარტნიორებს მუდამ აკომპლექსებდნენ.
90-იანებში თავისუფლების ინსტიტუტის “გოშია” იყო ყველა არასამთავრობო – პროპაგანდა ასე მუშაობდა.
ვარდების რევოლუციის ხელისუფლებაშიც, გიგათი დაკომპლექსება იყო ნორმა – პროგრესულ იდეებს სწორედ ამ გზით ებრძოდნენ, “ბოკერიას გოშია” ხარ – აკომპლექსებდნენ გიგას თანაგუნდელებს გიგასვე თანაგუნდელები, რომ რომელიმე არაპოპულარული, მაგრამ საჭირო რეფორმისთვის მხარი არ დაეჭირათ.
იგივეა ახლაც – ანუ გიგასთვის არაფერი იცვლება, აგრძელებს მანევრირებას იქ, სადაც მისით აკომპლექსებენ სხვა პოლიტიკოსებს.
რაც შეეხება პროპაგანდის ეფექტურობას:
ვისაც გიგას გვერდით არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება, ხვდება რომ გონებით კონკურენციას ვერ უწევს – შიში იპყრობს, რომ ჭკუაში დაიჩაგრება და …. მოკლედ კი, ზოგზე მუშაობს და მინახავს როგორ მუშაობს.
პ.ს. ლევან რამიშვილთან ერთად დავდე ფოტო, იმიტომ რომ გიგას უფროსი ეგაა, პროპაგანდითვე.” – წერს ჩერგოლეიშვილი.
“ტაბულას” მთავარი რედაქტორი აღნიშნულ პოსტთან ერთად ფოტოსურათსაც აქვეყნებს.