ცოტა ხნის წინ ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი ტაქსს შეეჯახა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგურის კედელს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.