ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი ცდილობს ქვეყანაში არეულობა შემოიტანოს, მაგრამ არ გამოუვა” – კახი კალაძე

“კარი ჯერ კიდევ არის ღიად იმისთვის, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სასიკეთოა ჩვენი საზოგადოებისთვის,” – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს გააკეთა.

დედაქალაის მერმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციიდან არავინ შესულა საქართველოს პარლამენტში ოთხი გვამის გარდა, კალაძემ დასძინა, რომ სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, არეულობა შექმნას, მაგრამ ამას ვერ შეძლებს.

„სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს პოლიტიკური გვამები უწოდა, ყველა ის პოლოტიკური პარტია, რომელიც იღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას ქვეყნის საკითილდღეოდ, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას. კარი ჯერ კიდევ არის ღიად იმისთვის, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სასიკეთოა ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა არსებობს ისეთი პოლიტიკური გვამები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გახლავთ კრიმინალი, კონკრეტულ საქმეებზე მას ბრალი ედება. შესაბამისად, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, არეულობა, მაგრამ არ გამოუვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსნებთ, გუშინ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა “ფეისბუქით” მიმართა გაავრცელა, სადაც  გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.
იტვირთბა....