ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს განცხადება რომ წავიკითხე, ძალიან გავბრაზდი”- მაკო გომური ვიცე-პრემიერს პასუხობს

მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს პასუხობს.

მაკო გომურის თქმით, ის ცქიტიშვილის დღევანდელ განცხადებაზე ძალიან გაბრაზდა, სადაც მან თქვა, რომ მთავრობა 20 ივნისის აქციის დროს დაშავებულებს ეხმარებოდა.

როგორც მაკო გომური გადაცემაში “კომენტარი” აცხადებს, დახმარება სხვაა და მოვალეობა სხვა.

“დღეს მაია ცქიტიშვილის განცხადება რომ წავიკითხე, ძალიან გავბრაზდი. ეს არ არის დახმარების პროგრამა. დახმარების პროგრამა მესმის, როდესაც სახელმწიფოს კეთილი ნებაა, ეს გააკეთო. ეს იყო სახელმწიფოზე დაკისრებული პასუხისმგებლობისა და მოვალეობის მოხდა. დახმარება ეს არის სხვა რამე, მოვალეობა, ეს არის სხვა რამე,”- განაცხადა მაკო გომურმა.

შეგახსენებთ, მაკო გომურმა, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვა გაავრცელა. გომურმა თქვა, რომ  თვალის პროთეზი გაუტყდა და პრობლემის მოგვარება ითხოვა. ამ თემის კომენტირებისას ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ “დახამრების პროგრამა გაგრძელდება”

 

იტვირთბა....