“ჩვენ მთელს საქართველოში არ გვყავდა დამკვირვებელი და ვისაც ჰყავდა დამკვირვებლები, წარმოადგენდნენ მტკიცებულებებს და მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება საგამოძიებო კომისიაში იყოს წარმოდგენილი და დამტკიცებული. ჩვენ არ გვყოლია ამ რაოდენობის დამკვირვებელი. ჩვენს ჩართვას კომისიაში აზრი აქვს მაშინ, თუ დანარჩენი ოპოზიცია ჩაერთვება, ცალკე ჩვენ ამ ტვირთს ვერ ავიღებთ, რადგან დამკვირვებლები არ გვყოლია.”
ლევან იოსელიანი – პარტია “მოქალაქეების:’ ლიდერი
აის შესახებ ლევან იოსელიანმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისათვის, დღეს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში არ მიიღებს მონაწილეობას “პატრიოტთა ალიანსი,” “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, ისინი ამ კომისიის საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.