ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი”- NGO-ები მთავრობას მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რიტიც საქართველოს მტავრობას მიმართავენ.

არასამთავრობოები მთავრობას მუწოდებენ, ე.წ. კომენდანტის საათი გააუქმონ და განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომენდანტის საათის ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მოქმედი კომენდანტის საათი არათანაზომიერად ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, აჩენს საფუძვლიან ეჭვს მიზნის მიღწევის გამოსადეგობასთან დაკავშირებით.

“კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ.

მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება  დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება.

მართალია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა, ის იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში ფაქტობრივად მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება იქნეს ამოკითხული. აღნიშნული კი თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს.

მოქმედი კომენდანტის საათი არათანაზომიერად ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, აჩენს საფუძვლიან ეჭვს მიზნის მიღწევის გამოსადეგობასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს უფლების  ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება” – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI Georgia), თანასწორობის მოძრაობა, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PRH), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

ცნობისთვის, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები დაგეგმილზე ადრე შემსუბუქდება, მაგრამ ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.

იტვირთბა....