თბილისში, კინო „საქართველოსთან“ შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს.
შემტხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მამაკაცს ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს,რომ გამოძიება სსკ-ის 120 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.