ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მაკო გომური არ დარჩება ყურადღების მიღმა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური სახელმწიფოს მხრიდან თანადგომისა გარეშე არ დარჩება. მისივე თქმით, ხელისუფლება ყურადღების მიღმა არავის დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„არავინ დარჩება ყურადღების მიღმა. არც მაკო გომური და არც სხვა ადამიანები, ვინც სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას და მხარდაჭერას საჭიროებენ, არავინ დარჩება ყურადღების მიღმა, ამის გარანტიას გაძლევთ” – განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა, მაკო გომურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ  3 კვირის წინ გაუტყდა თვალის პროთეზი და უწევს პირველი პროთეზის გამოყენება, რომლის ტარება მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

იტვირთბა....