ოკლაჰომაში, 25 წლის კაცი, ჯერონ დიჯონ პრიჯონი ოჯახის წევრების მკვლელობისთვის გაასამართლეს. ჯერონ დიჯონ პრიჯონს ბრალი მისი ძმისა და 5 მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის ედება. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
გარდაცვლილი ბავშვებიდან, ყველაზე უფროსი 9 წლის, დანარჩენები კი, 6, 5, 3 და 1 წლის იყვნენ. ცეცხლსასროლი იარაღით გასროლისას, ბავშვების დედაც დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციის მიხედვით, დამნაშავემ ოჯახის წევრები, თავიანთ საცხოვრებელ სახლში მოკლა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.