საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა
სებ-ის ცნობით, 5 თებერვლისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.3174 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.3140 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, შედარებით, გამყარდა. 1 ევრო ხვალ 3.9792 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9834 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 თებერვლისთვის ამოქმედდება.