ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამაკაცი, რომელიც მანქანაში ჩაცხრილეს, შვილთან ერთად იმყოფებოდა – მკვლელობის ახალი დეტალები ირკვევა

ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავსირებით ახალი დეტალი ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მკვლელი და მოკლული წარსულში დაპირისპირებულები იყვნენ.

თვითმხილველთა ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი შვილთან და ერთ თანმხლებ პირთად ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ესროლეს.

„რამდენიმე გასროლა მოხდა, მამაკაცი ჩაცხრილეს მანქანაში. რას უკავშირდება მკვლელობა არ ვიცი, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ანგარიშსწორებას. შემთხვევა მოხდა საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოსთან, სადაც მუდმივად პოლიციელები არიან”, – განაცხადა თვითმხილველმა.

შეგახსენებთ, ფოთში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

იტვირთბა....