ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემთან დაკავშირებით კარლ ჰარცელი თავის პოზიციაზე რჩება, მაგრამ ეს არის მისი პირადი აზრი და არა ევროკავშირის პოზიცია”- თეა წულუკიანი

უმრავლესობის დეპუტატის თეა წულუკიანი განცხადებით, “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მის განცხადებაზე კარლ ჰარცელის შეფასება ჰარცელის პირადი პოზიცია იყო და ევროკავშირის პოზიციას არ წარმოადგენს.  ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წულუკიანის მოსაზრებით, პლენარულ სხდომაზე გვარამიას საკონტაქტო ნომრის გამოცხადება “ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო და ეს მისი პროფესიაა”.

“კარლ ჰარცელთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია და პირადი აზრი, რაც ნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი პოზიცია მისი პირადი აზრია. ადამიანს აქვს პირადი პოზიცია და არ არის მნიშვნელოვანი პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს – ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებთ კი თეა წულუკიანმა ელჩთან შეხვედრის სურვილი გამოთვქა, რადგან დამატებითი განმარტება გაეკეთებინა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტში პირადად წულუკიანის მიწვევით, სწორედ გუშინ გაკეთებული განცხადების თაობაზე მივიდა.

იტვირთბა....