ბოდბეში საკუთარ ავტომობილში დამწვარი კაცი იპოვეს. როგორც ირკვევა, 60 წლამდე ასაკის კაცი, ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. არსებული ინფორმაციით, კაცს ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სოფელში ვარაუდობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.