ქართველი საესტრადო მომღერალი, მსახიობსი და ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური დღეს, კოჯორში დაკრძალეს.
მომრერალი თემურ წიკლაური უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ცნობისთვის, თემურ წიკლაური კორონავირუსის გართულებების შედეგად პირველ თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი 75 წლის იყო. წიკლაური კორონავირუსით ინფიცირების გამო, მკურნალობას გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.