ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა არ იგეგმება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, საკოორდინაციო საბჭო 1 კვირის განმავლობაში ეპიდვითარებას დააკვირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს ამის შემდგომ მიიღებს.
“ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება და მისი აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე. მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერ არ აღდგენა. შევაფასებთ 1 კვირაში ეპიდვითარებას და შევაფასებთ ამ შეზღუდვების შემსუბუქებას. უკვე 1 კვირის განმავლობაში გვექნება საშუალება ვითარებას დავაკვირდეთ და თუ ეს ვითარება გაუმჯობესდება, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმევა უფრო სწრაფად”, – ამბობს მინისტრი.
ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ. სწავლა სასწავლო ოთახებიდან კი 15 თებერვლიდან განახლდება. ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.