ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი”- ვიცე-პრემიერი მაკო გომურს პასუხობს

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი მაკო გომურის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ , სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, ერთი თვის განმავლობაში ვერც ერთი უწყებიდან პასუხი ვერ მიიღო.

ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მაკო გომურის კურსი დაფინანსებული იყო და წუხს, რომ გარკვეული უხერხულობა შეიქმნა. 

“როგორც იცით, მაკო გომურთან მიმართებაში გვქონდა მკურნალობის კურსი დაფინანსებული. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მისი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე… ვეხმარებოდით ქალბატონ მაკოსაც და სხვა დაზარალებულებსაც. ეს რა თქმა უნდა, არის ჯანდაცვის სამინისტროს ნება, გადაწყვეტილება და ეს დახმარების პროგრამა მასთან მიმართებაში გაგრძელდება, ბუნებრივია. ვწუხვარ, რომ ამ უხერხულობას ჰქონდა ადგილი,”- განაცხადა მაია ცქიტისვილმა.

მაკო გომური, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

 

 

იტვირთბა....