უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 8 თებერვლიდან. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
“8 თებერვლიდან, ორშაბათიდან, სრულად ამოქმედდება ბაზრობები”,- განაცხადა გახარიამ.
შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. სწავლა სასწავლო ოთახებიდან კი 15 თებერვლიდან განახლდება. ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.