15 თებერვლიდან საქართველოში სწავლა საკლასო ოტახებიდან გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„შემდგომი ორშაბათიდან, საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდა. თუმცა, დიდ ქალაქებში ამ დრომდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ამასთან, უკვე გადაწყვეტილია, რომ 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.