გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
გვირაბთან ერთმანეთს ევაკუატორი და ტრაილერი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ევაკუატორის მძღოლი გარდაიცვალა. მომხდარს “მეტრონომს” შსს-ში უდსტურებენ.
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.