გორის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული იდფორმაციით, გორის გვირაბთან ევაკუატორი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად კი ევაკუატორის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციისა და მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.