პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს პასუხობს.
“მეტრონომი” თეა წულუკიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით” – წერს დეპუტატი დიპლომატის დღევანდელი განცხადების შემდეგ.” – წერს წულუკიანი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.
ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით.
Posted by წულუკიანი თეა on ოთხშაბათი, 03 თებერვალი, 2021
შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცერმა “ქართული ოცნების” დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გავრამიას ნომრის გასაჯაროებაზე კომენტარს ასე აკეთებს:
“ფრთხილი ვიქნები შეფასებაში, მაგრამ ამავე დროს ღიად ვიტყვი, რომ გუშინ ამის მოსმენა ჩემთვის არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. პირადი სივრცის უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და ის ყველამ ერთნაირად უნდა დაიცვას. ასე რომ, მე ეს არაეთიკურ საქციელად მიმაჩნია. რამდენად გასცდება პროცესები ჩემს მსჯელობას, ეს უკვე ჩემი გასარჩევი არ არის”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.