ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა კომენტარი უნდა გააკეთო? ელჩების მოწოდება ისევ თავის ენაზე მოთარგმნეს”- ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ხელისულებასთან მოლაპარაკებებზე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება.

სალუქვაძე კითხულობს, საინტერესოა, თუ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კოალიციას შექმნიდა, ამ შემთხვევაში თუ შევიდოდა ოპოზიცია პარლამენტში.

“ენმ აკბობს: “აპრილი, მაისი და ივნისი, ისეთი ტალღა მოდის ეკონომიკური გაჭირვების, რომ ქართულ ოცნებას ოდნავ მაინც კეთილგონიერება რომ ჰქონდეს, თვითონ უნდა დაფიქრებულიყო ხელისუფლების გადანაწილებაზე და კოალიციური მთავრობის შექმნაზე”.

რა კომენტარი უნდა გააკეთო? ისევ ხალხის დამშევის მოლოდინი აქვთ. ესაა მთელი სტრატეგია. ელჩების მოწოდება ისევ თავის ენაზე მოთარგმნეს.

ამ ფრაზაში ერთია საინთერესო, კოალიციური უნდა ეფიქრა ოცნებასო, რომ შემოეთავაზებინა თავიდანვე მთავრობაში შესვლა, შედიოდით ოცნებასთან ერთად?

ლაპარაკი ლაპარაკისთვოს. რა დამღლელია ეს უაზრო დისკუსიები…”- წერს ამირან სალუქვაძე.

ცნობისთვის, დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრეს საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა. აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.

იტვირთბა....