aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კულტურის მინისტრად შესაძლოა თეა წულუკიანი დაინიშნოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე თეა წულუკიანი მინისტრის რანგში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბრუნდება.

გადაწყვეტილია, რომ წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ, რაზეც მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა.

როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა. ცვლილებების გათვალისწინებით, ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი დარჩება.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....