ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფიზიკური დაპირისპირება ჩხოროწყუში მიმდინარე აქციაზე – რას ითხოვენ აქტივისტები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, სადაც მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოების დასუფთავების ფაქტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები მერის გადაყენებას მოიხოვენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებსაც. ერთმანეთს აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

ადგილზე შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერს დავით გოგუას კონკრეტული დრო მისცეს იმისათვის, რომ მათ შეხვედროდა, თუმცა მოთხოვნას არავინ გამოხმაურებია.

ამის შემდეგ, აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირებაც სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.

მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

შეგახსენებთ, 31 იანვარს,  ინტენეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ასუფთავებინებდნენ ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშოს. მომხარი ფაქტის შემდეგ მერის შენობასთან აქციები მიმდინარეობს და მერის გადაყენებას ითხოვენ.

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა.

 

იტვირთბა....