მთავარი ციტატა

“რასაც ჩვენ მოლაპარაკებებით მივაღწიეთ, “მოქალაქეებთან” გაფორმებული მემორანდუმით ეს შედეგი გააუარესეს”- ბადრი ჯაფარიძე

“ჩვენი ნაშრომი გააუარესეს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ძალიან მნიშვნელოვან მიღწევად. მაგალითად, ჩვენი შეთანხმებით, ოპოზიციის წარმომადგენელი მიიღებდა კენჭსყრაში მონაწილეობას, დღევანდელი რედაქციით, ეს ვეღარ მოხდება და მხოლოდ სათათბირო ფუნქცია აქვს ოპოზიციის წარმომადგენელს, ანუ კენჭისყრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ანუ, იმას რასაც ჩვენ მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ, ეს შედეგი ამ მემორანდუმით გააუარესეს.”

ბადრი ჯაფარიძე – პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ “დღის ამბებში” განაცხადა.

შეგახსენებთ, ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში ბოლო შეხვედრა 29 იანვარს გამართეს. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, შედეგად “მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ. მხარეებმა საარჩევნო რეფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ღიაა და დანარჩენ პარტიებს შეულიათ, შეუერთდნენ.

“მოქალაქეების” ლიდერები აცხადებენ, რომ საარჩევნო რეფორმის ცვლილებაზე ხელისუფლების დაყოლიება მათი მოლაპარაკებების დამსახურებაა და სხვა პარტიებს შეუძლიათ, სხვა პუნქტებზე შეუთანხმდნენ. 

იტვირთბა....