ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა შეზღუდვა ერთბაშად რომ მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ დავუბრუნდებით იმავე მაჩვენებელს, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში”- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რესტორატორების პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ შეზღუდვები თანმიმდევრულად, დაკვირვების საფუძველზე უნდა მოიხსნას.

როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს რომ შეზღუდვები ერთბაშად მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ იგივე შედეგი დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო.

„არ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ტალღა, რომელიც გამოვიარეთ, კიდევ ერთხელ გადავიტანოთ, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს, ფრთხილად უნდა ვიაროთ! ყველა მომხრეა იმისა, რომ შეზღუდვები არ იყოს ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან, დაკვირვებითა და მონიტორინგით ეპიდსიტუაციაზე, ამიტომ ყველა შეზღუდვის მოხსნა უნდა მოხდეს მონიტორინგის საფუძველზე.

ამაზე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა საკოორდინაციო საბჭოზე, სად უფრო მეტი რისკია, როგორი რისკია, მოგეხსენებათ, რისკი რესტორნებში, გარდა შეკრებისა, კიდევ სხვაც არის, როდესაც მივირთმევთ ხოლმე ალკოჰოლს, გამამხნევებელს და შემდეგ შესაძლებელია ახლო კონტაქტი დამყარდეს, აღარ მოვყვები ამას, ყოველ შემთხვევაში, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესებიც გაიხსნება, მოხდება ეს გარკვეული რიგითობით.

დღეს რომ ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით, დაახლოებით, იმავე მაჩვენებელს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძს თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაა.

შეგახსენებთ, რესპორატორები დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლვებას აპროტესტებენ. მათ მთავრობას გონივრული ვადა მისცეს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წესების დარღვევით მუშაობის განახლება დააანონსეს.

იტვირთბა....