დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასამდეა, სწავლის საფარულს სრულად დაუფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის ინფრომაციით, ამ ინიციატივის შედეგად, თბილისში რეგისტრირებული დამატებით 1000-მდე სტუდენტი მიიღებს სასწავლო წლის დაფინნასებას, რომელიც 2250 ლარს შეადგენს.
კალაძე აღნიშნავს, რომ დაფინნასების რა ნაწილს მიიღებს სტუდენტი დამოკიდებული იქნება მის აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულაზე.
“დღეს მინდა სიახლე მოგაწოდოთ სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან დაკავშირებით. ჩვენ პრობლემების წინაშე პირისპირ არავის ვტოვებთ. თქვენ იცით, რომ 2015 წლიდან ფინანსდებიან ის სტუენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველ ბაზაში იყო 70 ათასი, ან 70 ათასზე ნაკლები ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ახალი ინიციატივით, ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 150 ათასი, ან 150 ათასზე ნაკლები ქულა აქვთ.
ამ ინიციატივის შედეგად დამატებით 1000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის რაოდენობა არის 2250 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღეს სტუდენტი დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ სემესტრულ ქულაზე, ასევე, სოციალურად დაუცვეთა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე,”- განაცხადა კახა კალაძენ.