“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მის ნომერზე მისული მესიჯების უმეტესობა “წულუკიანის გინებაა”.
აღნიშნული განცხადება ნიკა გვარამიამ “ღამის მთავარში” გააკეთა.
“შემომივიდა 1 700 მესიჯი, რომელთა უმრავლესობაც, 99% არის წულუკიანის გინება და ჩემ მიმართ, ჩემთვის, უხერხულად აღსაქმელი ქება და სიყვარული. ასე თუ ვუყვარდი ადამიანებს, არ მეგონა, მადლობა ჯალათის ასულ ჯალათ თეა წულუკიანს… მე მტკივა, როდესაც შიგნიდან მარტყამენ, ზურგში მახვილის ჩაცემა, თორემ თეა წულუკიანი რას იტყვის, საერთოდ არ მაინტერესებს, თეა წულუკიანი არის დახვრეტების ჩემპიონის შვილი…” – ამბობს ნიკა გვარამია.
ამასთან, “მთავარის” გენერალური დირექტორი დასძენს, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს მიზანმიმართულად, ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით აკეთებს, თუმცა უშედეგოდ.
რაც შეეხება სასმართლო პროცესებს, რომელიც მოსამართლემ ყოველი კვირის ოთხშაბათს გაწერა, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სამართლიანობის მოლოდინი არ აქვს.
კი არ გავიქცევი, ვიქნები აქ, ციხეში ჩაჯდომა თუ იქნება საჭირო ჩავჯდები, ოღონდ უსამართლოდ ჩავჯდები და სამართლიანი სასამართლო ჩასვამს წულუკიანს და ბიძინა ივანიშვილს, ამას ვპირდები ორივეს, მათი დაჭერისთვის კი არა სამართლიანი სასამართლოსთვის…
არანაირი მოლოდინი არ მაქვს სასამართლოსგან. ყოველ ოთხშაბათს, გამოწერილივით, 3 საათზე ვიქნები პროცესებზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.