ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გიჟად შერაცხვა ჩემთვის ახალი არ არის!” – რას ამბობს ქალი, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს საპირფარეშოები დაასუფთავებინა

„ბავშვები მეთანხმებიან, გაიხალისეს თავი. ყველაფერი ზუსტად არის აღწერილი და მორჩა საუბარი”, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-თან ეთერ ჯაფარიძემ განაცხადა.

ამასთან, ქალი, რომელმაც ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო სკოლის მოსწავლეებს დასუფთავებინა, ამბობს, რომ ისევ იგივეს გააკეთებდა.

„ბავშვები მეთანხმებიან, გაიხალისეს თავი. ყველაფერი ზუსტად არის აღწერილი და მორჩა საუბარი. ტუალეტი არ იყო, იყო ფოიე ტუალეტის, სადაც არის მხოლოდ ნიჟარა. დაასხეს სითხე და ამაზე თამაშოდნენ. ფაქტობრივად, შემდეგ მე გავწმინდე, გასაწმენდიც არაფერი იყო, გაბრიალებული იყო ყველაფერი. ჩავჯდები როცა მომიწვეს, ისევ ამას გავაკეთებდი მეთქი, მაგრამ შევათანხმებდი. ნუ გაიხარებთ, გიჟად შერაცხვა ჩემთვის ახალი არ არის,” – ეთერ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, 31 იანვარს,  ინტენეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ასუფთავებინებდნენ ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშოს.

ცნობისთვის, ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა.

 

იტვირთბა....