ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი სისტემა, რომელიც მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევს

მოწმობას ქულები მიენიჭება და ამოწურვის შემთხვევაში მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება თავიდან მოუწევს

შინაგან  საქმეთა სამინისტო ახალ კანონპროექტზე მუშაობს. კანონპროექტის მიხედვით ყველა მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება, დაჯარიმების შემთხვევაში ამ ჯარიმის შესაბამისად ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. ვიდრე მართვის მოწმობისთვის მინიჭებული 100 ქულა ნულზე ჩამოვა, მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებენ, რომ ქულები უმცირდება, განულების შემთხვევაში კი ატყობინებენ, რომ ქულები ამოეწურა და შესაბამისად, მართვის მოწომობა გააუქმდა.

„მეტრონომი“  ამ საკითხზე შიანაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელ ნინო ცხადაძეს ესაუბრა.

„დღეს ეს კანონპროექტი მთავრობაზე გავიდა შემდეგი ინსტანცია კი პარლამენტია. რაც  შეეხება რა დარღვევის შემთხვევაში რამდენი ქულა ჩამოაკლდება მძღოლს, ამას ჯერჯერობით  ვერ გეტყვით. კანონპროექტი ჯერ უნდა დამტკიცდეს პარლამენტის მიერ. ჩვენ წინასწარ რომ ვისაუბრობთ და შემდეგ პარლამენტმა ცვლილებები შეიტანოს, მოსახლეობას შეცდომაში შევიყვანთ“ – აცხადებს ცხადაძე.

სამინისტროში ამბობენ, რომ მართვის მოწმობის გაუქმებიდან ორი თვის შემდეგ მოქალაქეს შეუძლია მომსახურების სააგენტოს მიმართოს და თავიდან გაიაროს გამოცდა.

 

 

იტვირთბა....