ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა! – არის წულუკიანის მძიმე გინებაც” – გვარამია პირად ნომერზე შესულ ტექსტურ შეტყობინებებზე საუბრობს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მოროგ მიმართვას ავრცელებს.

ნიკა გვარამია აღნიშნულ მიმართვაში აცხადებს, რომ რაც თეა წულუკიანმა მისი პირად ინფორმაცია გაასაჯაროვა საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული იყო.

“მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე აღარ შემოვა.

სამი ათასამდე ზარი განხორციელდა უცნობი ნომრებიდან (ყველა უპასუხოდ დარჩა) და საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული ვიყავი მთელი დღე.

რაც წულუკიანმა გააკეთა, და მერე მას აყოლილმა ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა, ეს არ იყო მხოლოდ პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, არამედ ღია წაქეზება და მწვანე შუქის ანთება ორგანიზებულ და დანაშაულებრივ თავდასხმაზე ჩემს წინააღმდეგ.

და ბოლოს, შემოვიდა და ახლაც გრძელდება ათასზე მეტი მესიჯი. არც ერთს არ ვხსნი, მაგრამ პირველი წინადადებები ჩანს და 99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა (წულუკიანის მძიმე გინებაც). დიდი მადლობა ამისთვის.” – წერს ნიკა გვარამია.

მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე ვეღარ შემოვა 🙂

სამი ათასამდე ზარი…

Posted by Nika Gvaramia on სამშაბათი, 02 თებერვალი, 2021

 

იტვირთბა....