ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს ქედაში ავარიის დროს გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, სოფელ აგარას ინგლისური ენის მასწავლებელი 36 წლის მაია დევაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი სკოლაში მიდიოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილის წინ შველი გადახტა, მძღოლმა მისთვის აცილება სცადა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

როგორც მაია დევაძის ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლე „პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, გარდაცვლილს ერთი, 4 თვის შვილი ჰყავდა.

შეგახსენებთ, ქედაში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა,

რა გახდა ავარიის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....