“რაც შეეხება თეა წულუკიანს – ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელმაც, სკოლა რომ დაამთავრა, მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა. თან სულელია. უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი. ახლა დაარღვია ყველაფერი, რაც შეეხება. პოლიტიკური დევნილიდან ყველანაირ დევნილად მაქცია.”
ნიკა გვარამია – „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი
გვარამია აცხადებს, რომ ვინც მქარის შემცველ შეტყობინებებს გაუგზავნის, “ციხემდე მიჰყვება.”
ცნობისთვის, დღევანდელ პენარულ სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა. ის ამით ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მისი ნომერი კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა და თქვა, რომ მოქალაქეებს ახალ უკვე პარლამენტარის რანგში უპასუხებს.
ა